Your Guide in Real Estate
About Redman Realty
Redman Realty არის ექსკლუზიური საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც საქმიანობს უძრავი ქონების სფეროში და სპეციალიზირდება პრემიუმ საცხოვრებელ, კომერციულ და დეველოპერულ სეგმენტებში განვითარებად ბაზრებზე მაღალი ხარისხის საინვესტიციო შესაძლებლობების მოძიებასა და მათზე კლიენტების წვდომის უზრუნველყოფაში.
კომპანია ორიენტირებულია საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე და უზრუნველყოფს ძვირად ღირებული უძრავი ქონების შესყიდვის სრულფასოვან მხარდაჭერას — მათ შორის აქტივების შეძენას, რეალიზაციასა და სტრუქტურირებას — იქნება ეს კერძო საცხოვრებელი რეზიდენცია, შემოსავლის მომტანი საინვესტიციო აქტივი თუ მსხვილი მასშტაბის დეველოპერული პროექტი.
უძრავი ქონების გარიგებების ფარგლებს მიღმა, Redman Realty ასევე სთავაზობს ინდივიდუალურ კონსულტაციას იმათთვის, ვინც აპირებს ახალი ბიზნესის წამოწყებას ან არსებული ბიზნესის გაფართოებას ამ სწრაფგანვითარებად რეგიონებში.
კომპანიის სანდო პროფესიული პარტნიორების ქსელი უზრუნველყოფს მიზნობრივ და ეფექტურ თანამშრომლობას ინვესტორებს, დეველოპერებსა და სხვა საკვანძო მონაწილეებს შორის, რაც ხშირ შემთხვევაში იძლევა ექსკლუზიურ,ბაზრის გარეთ არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებზე წვდომის საშუალებას.
ჩვენ ვიზრდებით და ვფართოვდებით, მაგრამ კომპანიის დაარსების პირველივე დღიდან ჩვენ არ ვღალატობთ ჩვენს ძირითად პრინციპებს-კონფიდენციალურობას, პროფესიონალიზმს და თითოეული უნიკალური კლიენტისადმი ინდივიდუალურ მიდგომას.
გამოცდილება და მიღწეული შედეგები
Redman Realty
საკონტაქტო ინფორმაცია
სატელიტური ოფისი: ე.ტატიშვილი 32-34 თბილისი საქართველო
Latest Insights & Market Trends





